“აეროპორტებში გაზრდილია და ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი ქუთაისის აეროპორტში მაგალითად, რეისების რაოდენობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით ათეულობით რეისები არის დამატებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტურიზმი აქტიურად ვითარდება, შარშან, 4, 5 მილიარდი დოლარის შემოსავლები გვქონდა, წელს ტურიზმიდან შემოსულ შემოსავლებს უფრო მეტს ველოდებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში, რეისების რაოდენობა გაზრდილია ყველა მიმართულებით, ათეულობით რეისია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება, მშენებლობა. 3,5 კმ იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა, ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში, ალბათ, მალე იქნება მილიონი მგზავრი. ამიტომ სჭირდება ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა. პროექტირებას ახლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში უკვე გაკეთებული, დასრულებული იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here