100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება რა თქმა უნდა ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებას და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

„ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე მოწვეული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაფიქსირდა სისტემატური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და მეტიც, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო. 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყო მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here