საქართველოში 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, განათლების მინისტრისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე. მისივე განცხადებით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო საქართველოში დაახლოებით, 30 ათასამდე სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული.
პრემიერმა განმარტა, რომ ყველა ასეთ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის 40 მლნ ლარის დავალიანება. მან დაავალა განათლებისა და და ფინანსთა მინისტრებს, დღესვე დაიწყონ პრობლემის მოგვარება. პრემიერის თქმით, ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდეგ სტუდენტები სწავლის გააგრძელებას შეძლებენ.