ნიკოლოზ ჩხეტიანი მთაწმინდის ფერდის აღდგენაზე: ფონდი „ქართუ“ აცნობიერებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საკითხი თბილისისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის

მთაწმინდის ფერდზე ჩატარდა კვლევა ყველა მიმართულებით, გეოლოგია, ფლორა, ფაუნა და ა.შ. ნიადაგები შევისწავლეთ და უკვე დაიწყო ფაქტობრივი საველე სამუშაოები, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთაწმინდის ფერდზე გამხმარი ფიჭვების მოჭრისა და მათი ახალი მცენარეებით ჩანაცვლების სამუშაო მიმდინარეობს.

„ხდება გამხმარი ფიჭვების მოჭრა და მათი ჩანაცვლება ახალი მცენარეებით. ფონდი „ქართუ“ აცნობიერებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საკითხი თბილისისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გამოყოფილი გვაქვს 15 მილიონი ლარი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here