მუცოს შემდეგ, ევროპა ნოსტრას პრიზის ვარძიისთვის მინიჭება კიდევ ერთი გამარჯვებაა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ვარძიის კონსერვაციის პროგრამისთვის ევროპა ნოსტრას პრიზის გადაცემას.

„ქართუ“ ჯგუფის დახმარებით, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი ვარძია განადგურებას გადაურჩა. შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას პრიზი, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ამჯერად უკვე ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილი სანომინაციო განაცხადი გახდა კონსერვაციის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან – ფონდ „ქართუსთან“ და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, ჩვენმა მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება“, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here