ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში „ქართუ ჯგუფმა“ ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაასრულა. კურთხევის ცერემონიალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაატარა.
ტაძრის კურთხევას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად დაესწრო. ნარაზენში ტაძართან ერთად აშენდა სამრევლო სკოლა, კომპლექსი და მოეწყო მეურნეობა. სოფელში აქამდე ეკლესია არ ქონდათ.